ჩვენ შესახებ
სტრატკომი არის მოწინავე იდეების გაცვლისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპეტენციის ცენტრი.
სტრატკომის მისიაა საზოგადოებაში ახალი ინიციატივების სტიმულირება და მოწინავე იდეების გაზიარების უზრუნველყოფა.
სტრატკომი ქმნის პლატფორმებს, სადაც შესაძლებელი იქნება ღირებული ჩანაფიქრების, იდეების, პროექტების განხილვა, მათი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და განხორციელებისთვის საჭირო კომუნიკაციის წარმოება.

მიმართულებები

ინფრასტრუქტურა
გლობალური კონკურენციის პირობებში ქვეყნის როლი განხორციელებული ან/და დაგეგმილი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტებით განისაზღვრება. სწორედ ეს განსაზღვრავს ქვეყნის სამომავლო სახეს და ვექტორს.

ჯანდაცვა
მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი სოციალური მისიაა. ქვეყნის ჯანდაცვის დონე სახელმწიფოს განვითარების ერთერთი უმთავრესი ინდიკატორია.

ენერგეტიკა
ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის სუვერენიტეტის ხარისხს ამაღლებს. ენერგეტიკის სფერო ინვესტიციატევადობითა და პოტენციალით გამოირჩევა.

კომპეტენციის ცენტრი
კომპეტენციის ცენტრი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია, სადაც თავს იყრის პროფესიული და კვალიფიციური ცოდნა.
ცენტრის მთავარი მიზანია, დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მუდმივი კავშირი ჰქონდეთ კომპეტენციის ცენტრთან, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოაყალიბონ ექსპერტებთან და საინფორმაციო რესურსებზე რეგულარული წვდომით განახორციელონ ეფექტური კომუნიკაცია.
მოწინავე იდეების გაცვლა
PPP/ PFI მოდელი
სტარტაპების მხარდაჭერა
სტრატეგიული კომუნიკაციები
შეთავაზებები
ლოკაცია, რომელიც გათვლილია შეხვედრებისთვის, მოწინავე იდეების გაცვლისა და ახალი აზრების წარმოჩენისთვის.
სივრცე, სადაც დაიგეგმება შეხვედრები, ბრიფინგები, მოეწყობა კონფერენციები ჯანდაცვის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის კუთხით აქტუალურ საკითხებზე. სტუმრებს შეეძლებათ დისკუსიების, დებატების და პრეზენტაციების გამართვა.
ტრენინ ცენტრის სტრატეგიული ამოცანაა კვალიფიცირებული კადრების მომზადება საჯარო-კერძო პარტნიორობისა (PPP) და საჯარო ფინანსირების ინიციატივის (PFI) მეთოდით.
ტრენინგ ცენტრში გაზიარებული გამოცდილება დაეფუძნება ექსპერტების თეორიული და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას. ტრენინგი მოიცავს სხვადასხვა სფეროს.
ადგილი, სადაც მოქალაქეები დისკუსიას გამართავენ „მრგვალი მაგიდის ფორმატში“.
შეხვდებიან ექსპრეტებს, აზრის ლიდერებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს და სამოქალაქო სექტორის სხვა წამომადგენლებს, სადაც მოხდება მათთვის აქტუალურ თემების განხილვა.
პარტნიორებს
ლოკაციას, სადაც შეძლებენ გამართონ ბრიფინგები თუ პრესკონფერენციები, წარმოაჩინონ პროექტები და სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები მათთვის საინტერესო თემებზე. ეძლევათ საშუალება მოიწვიონ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება.
მედიას
სივრცეს, სადაც მედიის წარმომადგენლები შეძლებენ დაგეგმონ და განახორციელონ აქტუალური თემის განხილვა ნებისმიერი ფორმატით. შეხვდნენ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და მათთვის მნიშვნელოვანი სფეროს წარმომადგენლებს.
სამოქალაქო სექტორს
შეეძლება დეტალურად გაეცნოს სხვადასხვა სფეროს. დეტალურად გაეცნოს მისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს. შეხვდეს ექსპერტებსა და აზრის ლიდერებს, გაიზიაროს მათი გამოცდილება და მიიღონ პროექტების დაგემგვის პროცესებში მონაწილეობა.